ნავიგაცია

ფონდის პრეზიდენტის მიმართვა

XX საუკუნის II ნახევარი საჭადრაკო მსოფლიოში ქართული საჭადრაკო ფენომენის სრული ჰეგემონიით წარიმართა. ქართველი ქალები 30 წლის განმავლობაში ფლობდნენ მსოფლიო ჩემპიონის გვირგვინს, მოპოვებული აქვთ 36 ოლიმპიური ოქროს მედალი.

ჩვენი ფონდის შექმნის იდეა საქართველოში ჭადრაკის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე საჭადრაკო ინფრასტრუქტურის შექმნით ქართულ საზოგადოებაში საჭადრაკო მოვლენებისადმი ინტერესის გაღვიძებაა.

ჩვენი სურვილია ჭადრაკის ხელშეწყობით ქუჩას მოვწყვიტოთ ნორჩები; ახალგაზრდას გავუჩინოთ საჭადრაკო ხელოვნებისადმი ინტერესი. ჩვენი სურვილია დავეხმაროთ ნიჭიერ ახალგაზრდა თაობას, ვინც გამარჯვების სიხარული უნდა დაუბრუნოს საქართველოს.

ჩვენი ოცნებაა ქართული საჭადრაკო გამარჯვებების აღსანიშნავად კვლავ აფრიალდეს ქართული დროშა და გაჟღერდეს ქართული ჰიმნი; საჭადრაკო მსოფლიო კვლავ ალაპარაკდეს წარმატებულ ქართულ საჭადრაკო ფენომენზე.

ნანა იოსელიანი